უკრაინამ საქართველოს რვა მოქალაქე გამოაძევა

© photo: Sputnik / STRINGER / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის უშიშროების სამსახური
უკრაინის უშიშროების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის უშიშროების სამსახურმა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციის მიზეზი განმარტა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს რვა მოქალაქის დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პარასკევს მიხეილ სააკაშვილმა უცნობი პირების მიერ, დეპორტაციის მიზნით, ქართველი ჟურნალისტის თამაზ შავშიშვილის „გატაცების“ შესახებ განაცხადა, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში კიევში ცხოვრობდა. მისი თქმით, შავშიშვილის გარდა, საქართველოს კიდევ სამი მოქალაქე „გაიტაცეს“.

„უკრაინის უშიშროების სამსახურმა მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება მიგრაციული სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციიდან მიღებული მასალების საფუძველზე, რომლებიც მიუთითებენ, რომ უცხოელების საქმიანობა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება“, — ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი: უკრაინიდან ქართველ ჟურნალისტს დეპორტაციისთვის ამზადებენ

ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ყველა მოქმედება განხორციელდა ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის თავიდან აცილების მიზნით.

სააკაშვილის მტკიცებით, შავშიშვილის გარდა „გატაცებულია“ მისი დაცვის ყოფილი წევრი ზურაბ ცინცაძე და საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე, ერთ-ერთ მათგანს ვანო ნადირაძე ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ შავშიშვილი „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტია, ტელეკომპანიაში ამის შესახებ არ საუბრობენ. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს შავშიშვილი მის ადმინისტრაციაში ოპერატორად მუშაობდა.


ყველა ახალი ამბავი
0