ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ზუგდიდის ეპარქიაში გადააბრძანეს

© Sputnik / Alexander Imedashviliმორწმუნეები ეთაყვანებიან ქეთევან დედოფლის წინდა ნაწილებს სამების ტაძარში
მორწმუნეები ეთაყვანებიან ქეთევან დედოფლის წინდა ნაწილებს სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუგდიდში წმინდა ნაწილები ექვსი დღის განმავლობაში დარჩება, 20 ნოემბერს კი მათ სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ამ დროისთვის  ზუგდიდში იმყოფება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

წმინდა ნაწილები ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე ტაძარში გადააბრძანეს, სადაც ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ საზეიმო პარაკლისი აღავლინა.

სამების საკათედრო ტაძარს ასობით მორწმუნე ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად - Sputnik საქართველო
მორწმუნეებმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილებს თაყვანი სცეს

ზუგდიდის ეპარქიაში წმინდა ნაწილები ექვსი დღის განმავლობაში დარჩება,  20 ნოემბერს კი სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში გადააბრძანებენ.

ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს ჩამოასვენეს. —კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით სიწმინდემ მთელი საქართველო უნდა მოიაროს. იგი საქართველოში ექვსი თვის განმავლობაში დარჩება.  

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები უკვე იმყოფებოდა სამცხეთ-ჯავახეთსა და კახეთში.


ყველა ახალი ამბავი
0