პუტინის კორტეჟის გზაზე ბომბების შესახებ შეტყობინებები არ დადასტურებულა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინის კორტეჟი
ვლადიმირ პუტინის კორტეჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარასკევს 60 ცრუ შეტყობინება შევიდა ასაფეთქებელი მოწყობილობების შესახებ სანქტ-პეტერბურგში, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმყოფებოდა

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. სანქტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კორტეჟის გზაზე დანაღმვის შესახებ არცერთი შეტყობინება არ დადასტურდა, იუწყება РИА Новости პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.

პარასკევს სულ 60 ცრუ ზარი განხორციელდა. ზარის ავტორები ამტკიცებდნენ, რომ პრეზიდენტის კორტეჟის მარშრუტზე გზა და ის ობიექტები, რომლებიც პუტინს სანქტ-პეტერბურგში უნდა დაეთვალიერებინა, დანაღმულია.

„არცერთი ზარი არ დადასტურდა. ეს სატელეფონო ტერორისტებია. დღეს ფაქტობრივად მთელი დღის განმავლობაში სატელეფონო ტერორისტები ხულიგნობდნენ“, — განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მოსკოვის დიდი თეატრი - Sputnik საქართველო
მოსკოვში ევაკუირებულია დიდი თეატრი, „გუმი“ და „მეტროპოლი“

პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია. უსაფრთხოების სამსახურმა თავისი საქმე შეასრულა. მისი თქმით, ყველა საჭირო ღონისძიება გატარდა.

22 ნოემბერს სახელმწიფო დუმაში კავშირგაბმულობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ, რომელებიც „სატელეფონო ტერორისტების“ გამოვლენას შეუწყობს ხელს.

„სატელეფონო ტერორიზმის“ ტალღა რუსეთში 11 სექტემბერს დაიწყო და იმ დროიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 2,3 მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული. აფეთქების მუქარა არცერთხელ არ დადასტურებულა. 

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, მხოლოდ მოსკოვში „სატელეფონო ტერორისტების“ მიერ მიყენებულმა ზარალმა 150 მილიონი რუბლი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0