თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. კვირა საღამოს დიდი თეატრიდან აფეთქების მუქარის შესახებ ანონიმური ზარის შემდეგ 700 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, იუწყება РИА Новости საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით.
კიდევ 2 800 ადამიანი გამოიყვანეს სავაჭრო სახლ „გუმიდან“ და 2 000-ზე მეტი ადამიანი — სასტუმრო „მეტროპოლიდან“.
კვირას ევაკუაცია განხორციელდა ასევე მოსკოვის ერთ-ერთ კინოთეატრსა და 7 სავაჭრო ცენტრში, საიდანაც 13 500-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.
სამართალდამცველები სწავლობენ ინფორმაციას კიდევ ერთი კინოთეატრისა და სავაჭრო ცენტრის დანაღმვის შესახებ.
სატელეფონო ტერორიზმის ტალღამ რუსეთს 11 სექტემბერს გადაუარა, იმ დროიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 1,4 მილიონამდე ადამიანია ევაკუირებული. აფეთქების მუქარა არცერთხელ არ დადასტურებულა. ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ტალღა ჩაცხრა, ანონომური ზარები 1,5-ჯერ ნაკლები სიხშირით ხორციელდება.