ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პროკურატურის შენობა
საქართველოს პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონკურსში გამარჯვებულებს ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“, ნათქვამია კვირეულის ორგანიზატორის, მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურა აცხადებს არტ-ნამუშევრების (ფოტოსურათი, ნახატი, ქანდაკება და სხვა) კონკურსს, რომელიც ჩატარდება ნოემბრის ბოლო კვირას. 

დაზარალებულთა კვირეულის მხარდამჭერია  ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.

ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
ცოლის ცემის ფაქტზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს

საკონკურსო ნამუშევრები უნდა შეიცავდეს მესიჯს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ (მესიჯი შესაძლოა შეეხებოდეს ნებისმიერ პრობლემას, რომელიც ოჯახურ ძალადობას უკავშირდება). 

ფოტოსურათი და ნახატი შესაძლოა შესრულდეს როგორც ხელით, ასევე კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. 

ნამუშევარი წარდგენის ბოლო ვადა — 28 ნოემერი.

კონკურსისთვის წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია 2 დეკემბერს „თბილისი მოლში“ მოეწყობა. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, აღნიშნულია განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ოჯახური ძალადობის 688 შემთხვევა დაფიქსირდა, 548-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.


ყველა ახალი ამბავი
0