ცოლის ცემის ფაქტზე სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerოჯახური ძალადობა
ოჯახური ძალადობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik.  სამართალდამცველებმა 46 წლის მამაკაცი გორში ოჯახური ძალადობის ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებში.

როგორც გამოძიებით დადგინდა, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე 126-ე მულით მიმდინარეობს.

შსს-ს მონაცემებით, 2017 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოში ოჯახური ძალადობის 854 შემთხვევა დაფიქსირდა, 675-ზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

ყველა ახალი ამბავი
0