გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელს 30 მხატვარი მოხატავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგრაფიტი მიწისქვეშა გადასასვლელში
გრაფიტი მიწისქვეშა გადასასვლელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კახა კალაძის ინიციატივით, ეტაპობრივად თბილისში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის მოხატვა დაიწყო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

მიმდებარე ტერიტორია პირადად დაათვალიერა თბილისის მერმა კახა კალაძემ და პროცესს ადგილზე გაეცნო. 

მიწისქვეშა გადასასვლელს 30 მხატვარი ერთი კვირის განმავლობაში მოხატავს.

თბილისის მერის  ინიციატივით, ეტაპობრივად თბილისში არსებული სხვა მიწისქვეშა გადასასვლელებიც მოიხატება.

თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე ქალი მიწისქვეშა გადასასვლელიდან გამოდის - Sputnik საქართველო
მიწისქვეშა სისუფთავე: თბილისში მიწისქვეშა გადასასვლელებს მოაწესრიგებენ

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებული სიტუაცია დედაქალაქის ახლადარჩეული მერის, კახა კალაძის კრიტიკის ობიექტი გახდა. კახა კალაძე მერის მოვალეობების შესრულებას ოფიციალურად 12 ნოემბერს შეუდგა.  სამშაბათს კალაძემ გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელი დაათვალიერა, შემდეგ კი „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას ტერიტორიის დასუფთავება და მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგების სამუშაოების დაწყება დაავალა.

თბილისის ახალი მერის თქმით, თბილისში სულ 55 მიწისქვეშა გადასასვლელი არსებობს, საიდანაც 33 მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული ფართები იჯარით არის გაცემული. ამასთან, არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელები, სადაც პრივატიზებული ფართებია.  ჯღარკავას განმარტებით, კანონმდებლობის მიხედვით, მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება ამ ფართების მფლობელების მოვალეობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გარკვეულ საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0