თბილისი ახალ 2018 წელს ახლებურად შეხვდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო სათამაშოები ნაძვის ხეზე
საახალწლო სათამაშოები ნაძვის ხეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქში წინასაახალწლო მზადების დეტალებზე ისაუბრებს

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახალი მერი კახა კალაძე ახალი 2018 წლისთვის დედაქალაქის მორთვის საკითხში მოსახლეობის ჩართვას გეგმავს.

როგორც წესი, საახალწლო დღესასწაულებისთვის თბილისის მომზადება ნოემბრის ბოლოს იწყება და მთელ ქალაქს მოიცავს. სადღესასწაულო განათება 15 დეკემბრისთვის უნდა ჩაირთოს, ხოლო 25 დეკემბრიდან ქალაქში საზეიმო ღონისძიებები იწყება.

„საახალწლოდ ქალაქის მოსართავად სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღეში გავაკეთებ შესაბამის განცხადებას, დამჭირდება დედაქალაქის მოსახლეობის დახმარება, ჩართულობა ამ მიმართულებით და მჯერა, ბევრი ადამიანი დამიდგება გვერდით“, – განაცხადა კახა კალაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ ეთერში.

წინასაახალწლო ილუმინაცია - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო სიურპრიზი: თბილისელებს სიახლეებს ჰპირდებიან

გასულ წელს თბილისის საახალწლო განათებაზე 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯა. თუმცა ბევრი თბილისელი ქალაქის მორთულობით უკმაყოფილო იყო და მერიას უგემოვნობაში ადანაშაულებდა.

სანამ კახა კალაძე მერის პოსტზე მუშაობას ოფიციალურად შეუდგებოდა, თბილისის მერიის კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი ლევან ჯღარკავა თბილისელებს საახალწლოდ სიურპრიზებს შეპირდა. ადრინდელი ხელმძღვანელობის დროს მერიაში განაცხადეს, რომ დედაქალაქის საახალწლო გაფორმებასა და განათებაზე 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.

კახა კალაძე თბილისის მერი 21 ოქტმბრის არჩევნების შედეგებით გახდა და ახალ თანამდებობაზე მუშაობას 13 ნოემბერს შეუდგა. 20 ნოემბრიდან თბილისის ახალი მთავრობა ამუშავდება.

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დედაქალაქის სამსახურების მუშაობაში კალაძემ სერიოზული ცვლილებები დააანონსა და განაცხადა, რომ ისინი თბილისელებისთვის უფრო ღია და გამჭვირვალე უნდა გახადოს.


ყველა ახალი ამბავი
0