სიცილიური მაფია დაობლდა – გარდაიცვალა „ბოსთა ბოსი"

© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკარაბინერები
კარაბინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ორი გადატანილი ოპერაციის შემდეგ ბოლო ხუთი დღე რიინა კომაში იმყოფებოდა, მას რამდენიმე მძიმე პათოლოგია გამოუვლინდა.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ პარმის მკაცრი რეჟიმის საპატიმროში 87 წლის ასაკში სიცილიური მაფიის „ნათლიმამა" ტოტო რიინა გარდაიცვალა. მას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости იტალიის სახელმწიფო ტელევიზია Rai-ზე დაყრდნობით.

ბოლო დღეები რიინა მედიკამენტოზური კომის მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხუთშაბათს, როდესაც მას 87 წელი შეუსრულდა, იტალიის იუსტიციის მინისტრის ანდრეა ორლანდოს პირადი განკარგულებით, დამნაშავის ახლო ნათესავებს მასთან გამომშვიდობების ნება მიეცათ.

იტალიელი კარაბინერები - Sputnik საქართველო
იტალიაში „საკრა კორონა უნიტას“ წევრი 50 მაფიოზი დააკავეს

რიინა, რომელსაც მეტსახელად „მხეცს" უწოდებდნენ, ისტორიაში შევიდა, როგორც მაფიის ყველაზე სისხლიანი ბოსი. მისი ბრძანებით მოხდა რამდენიმე ტერაქტის ორგანიზება რომში, ბოლონიაში, ფლორენციაში, მოკლეს ასზე მეტი ადამიანი, მათ შორის ლეგენდარული გამომძიებლები ჯოვანი ფალკონე და პაოლო ბორსელინო.

რიინაზე საერთო ეროვნული ძებნა 24 წლის განმავლობაში იყო გამოცხადებული. ის 1993 წლის 15 იანვარს პალერმოში დააკავეს. თავისი ურიცხვი დანაშაულის გამო მას მიესაჯა 26 უვადო პატიმრობა და 24 წელზე მეტი იტალიის განსაკუთრებით დაცულ პენიტენციურ დაწესებულებებში გაატარა.

გასულ წელს მაფიოზის ადვოკატებმა მისი შინაპატიმრობაში გადაყვანა ითხოვეს, რადგან რიინას გულისა და თირკმელების მძიმე დაავადება ჰქონდა, თუმცა ბოლონიის სამეთვალყურეო სასამართლომ ეს თხოვნა არ დააკმაყოფილა.

მიუხედავად მისი ადვოკატების თხოვნებისა, „ნათლიმამა" ამბობდა: „არ მინდა, ვინმეს რამე ვთხოვო. შემიძლია კიდევ 3 ათასი წელი ვიჯდე"; „მე სალვატორე რიინა ვარ. და ისტორიაში დავრჩები".

ყველა ახალი ამბავი
0