თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. იტალიის სამხრეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კარაბინერებმა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მაფიოზური ორგანიზაცია „საკრა კორონა უნიტას“ 50 წევრი დააკავეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
დაკავებულებს ბრალი ედებათ მკვლელობებში, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობასა და მათ შენახვაში. ბრალდების კიდევ ერთი პუნქტი „კორონას“ ერთ-ერთი ყოფილი წევრის ვაჟის მკვლელობაა, რომელიც პოლიციასთან თანამშრომლობას დათანხმდა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში ამჟამად ოთხი ძირითადი მაფიოზური დაჯგუფება მოქმედებს: სიციალიაზე — „კოზა ნოსტრა“, კალაბრიაში — „ნდრანგეტა“, ნეაპოლში — „კამორა“, ხოლო აპულიაში — „საკრა კორონა უნიტა“.