საქართველოს კალათბურთის ნაკრების მორიგი დანაკლისი – დუდა სანაძემ ტრავმა მიიღო

გამოწერა
ევროლიგაში მოასპარეზე ქართველ კალათბურთელებთან ერთად, რომლებიც საქართველოს ნაკრების სახელით ვერ გამოვლენ, ეროვნულ გუნდს იტალიურ კლუბში მოთამაშე სანაძეც გამოაკლდება

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კალათბურთელმა დუდა სანაძემ, რომელიც იტალიური კლუბ "ფლექს პისტოიას" სახელით ასპარეზობს, მარჯვენა მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონს გამოეთიშა, ნათქვამია გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი ლევან ფაცაცია - Sputnik საქართველო
ქართველი კალათბურთელები რუმინელებთან დამარცხდნენ

ქართველმა კალათბურთელმა ტრავმა იტალიის ჩემპიონატის VII ტურის მატჩში მიიღო, რომელშიც „ფლექს პისტოია“ „რეჯანასთან“ ანგარიშით 42:90 დამარცხდა.

ეს ნიშნავს, რომ სანაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს  მსოფლიო ჩემპიონატის ორ შესარჩევ მატჩში  – გერმანიისა (24 ნომებერი) და სერბეთის (27 ნოემბერი) წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. სანაძესთან ერთად, შესარჩევ მატჩებში ვერ იასპარეზებს გიორგი ცინცაძე („ქუთაისი“).

გარდა ამისა, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ილიას ზუროსს თორნიკე შენგელიასა („ბასკონია“, ესპანეთი) და გიორგი შერმადინის („უნიკახა“, ესპანეთი) გარეშე მოუწევს მატჩის გამართვა. ეს გუნდები ევროლიგაში მონაწილეობენ და გუნდების ხელმძღვანელობა მათ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ უშვებს. 

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები "G“ ჯგუფში გერმანიის, სერბეთისა და ავსტრიის გუნდებთან ერთად გამოდის. 

 

ყველა ახალი ამბავი
0