ქართველი კალათბურთელები რუმინელებთან დამარცხდნენ

© Official Website of FIBA Europe Cupთბილისის „დინამოს“ კალათბურთელი ლევან ფაცაცია
თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი ლევან ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის „დინამოს“ კალათბურთელები FIBA-ს ევროპის თასის გათამაშებაში ვერაფრით ვერ იგებენ

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საკალთბურთო კლუბ თბილისის „დინამომ“ FIBA-ს ევროპის თასის გათამაშებაში ზედიზედ მეხუთე დამარცხება განიცადა.

Е ჯგუფის მეხუთე მატჩში ქართველი კალათბურთელები გასვლაზე რუმინულ კლუბ „კლიუჟ-ნაპოკასთან“ ანგარიშით 74:97 დამარცხდნენ.

ირაკლი ხოშტარიას აღსაზრდელებმა ვერცერთ მეოთხედში ვერ მოიგეს (13:19, 22:28, 17:22, 22:28).

საქართველოს კალათბურთის მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი - Sputnik საქართველო
საქართველოს კალათბურთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა „კლიუჟ-ნაპოკას“ შემტევი მცველი ლასან კრომახი, რომლის ანგარიშზე 21 ქულაა. „დინამოს“ შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი აჩვენა გიორგი შარაბიძემ, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.

Е ჯგუფის დასკვნით მატჩს თბილისის „დინამო“ სახლში თურქეთის „ისტანბულის“ წინააღმდეგ გამართავს. ეს თამაში 6 დეკემბერს ახალ „სპორტის სასახლეში“ გაიმართება.

მეხუთე და მეექვსე მატჩს შორის ასეთი დიდი ინტერველი განპირობებულია იმით, რომ ნოემბრის ბოლოს ევროპული ნაკრებები 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ კამპანიას იწყებენ. მსოფლიო ჩემპიონატი ჩინეთში გაიმართება.

24 ნოემბერს საქართველოს ნაკრები გერმანიას დაუპირისპირდება, 27-ში კი სერბეთს. ორივე თამაშს ქართველი კალათბურთელები გასვლაზე ითამაშებენ.


ყველა ახალი ამბავი
0