საფრანგეთში ქართველი კრიმინალების დაკავებაში საქართველოს შსს მონაწილეობდა

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის თანამშრომლები
პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაკავებულების, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან, ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით თანხა, მოპარული ავტომობილები და იარაღი.

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კრიმინალური დაჯგუფების 26 წევრი დააკავეს. აქედან ხუთი „კანონიერი ქურდი". დაკავება საქართველოს შსს-ს პოლიციის ატაშეს ხელშეწყობით მოხდა, ნათქვამია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დაკავებულების ასაკი 22-დან 53 წლამდე მერყეობს. საინფორმაციო სააგენტომ РИА Новости პარასკევს სააგენტო „ფრანს–პრესზე" დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების 35 მოქალაქის, სავარაუდოდ, კრიმინალური დაჯგუფების წევრების დაკავების შესახებ, რომელთა შორის ქართველებიც იყვნენ.

პოლიციელები პარიზში - Sputnik საქართველო
პარიზში ქართველი „კანონიერი ქურდები" დააკავეს

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები პარიზსა და მის მიმდებარე ქალაქებში ყოველდღიურად ქურდავდნენ მაღაზიებს, ბინებს და ე.წ. ქურდულ საერთოს აგროვებდნენ. ასევე დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული პირები, მოპარული ნივთების გაყიდვის მიზნით, პარიზში მცხოვრებ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან იყვნენ კავშირში", — აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ეზოების ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი ოდენობით ფული, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ნიღბები, ყალბი დოკუმენტები, ე.წ. „ატმიჩკები" და მოპარული ავტომანქანები.

გამოძიებას საფრანგეთის კრიმინალური პოლიცია და პარიზის ფინანსური პოლიცია აწარმოებენ.

ყველა ახალი ამბავი
0