თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. პარიზში დააკავეს ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების 35 მცხოვრები, რომლებიც, სავარაუდოდ, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არიან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ფრანს–პრესზე" დაყრდნობით.
სააგენტო დაჯგუფების წევრებს „კანონიერ ქურდებს" უწოდებს და მას ასე განმარტავს: „კრიმინალური საძმო საბჭოთა ბლოკის სივრცეში (რუსეთი, საქართველო, სომხეთი, მოლდოვა, უკრაინა)".
დაკავებულების უმრავლესობა საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის რვა — ქალი. ისინი ეჭვმიტანილი არინ ბინებისა და ჯიბის ქურდობაში, გამოძალვასა და კონტრაბანდაში. ოპერაციის მსვლელობისას პოლიციელებმა ამოიღეს 70 ათასი ევრო ნაღდი ფული, იარაღი, ასევე დააპატიმრეს ეჭვმიტანილების ანგარიშზე 200 ათასი ევრო.
პარიზის რეგიონის გარდა, ოპერაციის ფარგლებში ჩხრეკები ჩატარდა იტალიის კალაბრიის რეგიონში, სადაც ზოგიერთ დაკავებულს უძრავი ქონება გააჩნდა.