თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. კიევში ქართული კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს, რომელმაც დედაქალაქში ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა, იუწყება ტელეკომპანია Imedi უკრაინულ მასმედიაზე დაყრდნობით.
გავრცელებული ინფორმაციით, კრიმინალების ხუთკაციანი ჯგუფი კიევის ცენტრში ცოლ-ქმარს თავს დაესხა და ჩანთა წაართვეს, რომელშიც 3,5 მლნ გრივნა იდო.
უკრაინელმა სამართალდამცველებმა ბოროტმოქმედებს დაკავებისას იარაღი აღმოუჩინეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.