რას გააკეთებს ლეგენდარული დევიდ ლინჩი საქართველოში?

© AFP 2024 / TIZIANA FABI დევიდ ლინჩი
დევიდ ლინჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი რეჟისორი ვიზიტი დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნას უკავშირდება

თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. საკულტო ამერიკელი რეჟისორის, სცენარისტის, მხატვრისა და ფოტოგრაფ დევიდ ლინჩის ვიზიტი საქართველოში ოთხ დღეს – 18–დან 21 ნოემბრამდე გაგრძელდება. 

ლინჩის თბილისში ვიზიტის მთავარი მიზეზი – დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნაა.

კავკასიაში „დევიდ ლინჩის ფონდი" 2017 წლის 25 ივლისს დაარსდა და იგი საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ფონდი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს. გარდა უნივერსიტეტის დაარსებისა და კინოვარსკვლავებთან შეხვედრების ორგანიზებისა, ფონდის მიზანია ტრანსცენდენტალური მედიტაციის პროგრამის მეშვეობით ტრამვისა და ტოკსიკური სტრესის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჯანმრთელობის, შემეცნებითი უნარების და შრომისუნარიანობის გაუმჯობესება, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრირება. 

სატელევიზიო კამერა - Sputnik საქართველო
ქართული კინოცენტრი 14 მოკლემეტრაჟიან ფილმს დააფინანსებს

თბილისში ცნობილი ამერიკელი საკუთარი ფონდის წევრებთან, კერძოდ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან,  ბობ როტთან ერთად ჩამოვა.

ორგანიზატორების თქმით, დევიდ ლინჩსა და მის გუნდს  საქართველოს კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობა ექნება.

ლინჩის პროგრამაშია საქმიანი შეხვედრები, მათ შორის ქვეყნის პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ მიხეილ გიორგაძესთან და თბილისის მერ კახა კალაძესთან.

 „კულტურის სამინისტროსთან საუბარი მომავალ თანამშრომლობას შეეხება. უფრო გაბედულად ჩვენს სამომავლო გეგმებზე მას შემდეგ შეგვეძლება საუბარი, როცა ლინჩი საქართველოს დატოვებს“, – განაცხადა კავკასიაში დევიდ ლინჩის ფონდის ხელმძღვანელმა გიგა აგლაძემ ჟურნალისტებთან.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება რეჟისორის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ფილმ Mulholland Drive–ის ჩვენება. კინოსეანსი 20 ნოემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ შედგება. 

რეჟისორი დევიდ ლინჩი - Sputnik საქართველო
საკულტო რეჟისორი დევიდ ლინჩი თბილისს 20 ნოემბერ ეწვევა

ლინჩი შეხვედრას გამართავს თბილისელებთან და ქალაქის სტუმრებთან, რომელიც 20 ნოემბერს თბილისის ღამის კლუბ Khidi–ში 17:00 საათზე დაიწყება. ღონისძიება კითხვა–პასუხის რეჟიმში გაიმართება. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში დევიდ ლინჩის საერთაშორისო კინემატოგრაფიული უნივერსიტეტის გახსნა იქნება. 

თავად დევიდ ლინჩი საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს: „მე სიამოვნებით ველოდები საქართველოში თქვენთან შეხვედრას. ჩვენ ბევრი შეხვედრა გვექნება. მე მოგიყვებით ტრანსცენდენტალური მედიტაციის არსისა და ადამიანებისთვის მისი სარგებელის შესახებ. ეს შესანიშნავი მოგზაურობა იქნება“.

დევიდ ლინჩის ფონდი", როგორც არაკომერციული საგანმანათლებლო ორგანიზაცია, 2005 წელს დააფუძნეს. იგი მთელი მსოფლიოს ახალგაზრდებს მედიტაციის სწავლის საშუალებას აძლევს. ლინჩი მიიჩნევს, რომ მედიტაცია ცნობიერების გაგაფართოებაში ეხმარება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მის შემოღებას ემხრობა, რადგან თვლის, რომ ეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარებას და აგრესიის შემცირებას დაეხმარება.

დევიდ ლინჩი — რეჟისორი, მწერალი და პროდიუსერია და ასევე „დევიდ ლინჩის ფონდის იდეალური განათლების განვითარებისათვის და მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის" სამეურვეო საბჭოს დამფუძნებელი და დამაარსებელი. ლინჩის ფონდში ცნობილი არტისტები არიან გაერთიანებული.

 

ყველა ახალი ამბავი
0