საქართველოში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანა აღკვეთეს

გამოწერა
ოქროს ნაკეთობების საბაჟო ღირებულება 610 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
საბაჟო საზღვარზე წესების დარღვევის გამო სამი პირი დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო გამშვები-პუნქტი "სარფის" გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად, სატვირთო ავტომანქანით არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს ნაწარმი შემოიტანეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 10 კგ-მდე ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება 610 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0