საბაჟო საზღვარზე წესების დარღვევის გამო სამი პირი დააკავეს

გამოწერა
ერთ შემთხვევაში საქართველოში წესების დარღვევით ბრილიანტის თვლები შემოიტანეს, ხოლო ორ შემთხვევაში - ოქროს ნაკეთობების შემოტანას ცდილობდნენ

თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე გამოავლინეს საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი და სამი პირი პასუხისგებაში მისცეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

ოქროს ნაკეთობები - Sputnik საქართველო
„სადახლოზე" ოქროს ნაკეთობების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ერთი შემთხვევა საბაჟო-საკონტროლო პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო" მოხდა, როდესაც ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე 871 ერთეული ბრილიანტის თვალი შემოიტანა; კიდევ ორი შემთხვევა კი „სარფის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა, როდესაც ბრალდებულები ჯამურად 900 გრამი ოქროს ნაკეთობების შემოტანას შეეცადნენ.

ამოღებული ძვირფასი ქვებისა და ოქროს საერთო საბაჟო ღირებულება 61 171 ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0