სადახლოზე 3540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოიღეს

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი სკანერის მეშვეობით სომხეთის ორი მოქალაქის სხეულის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო-საკონტროლო პუნქტზე,,სადახლო-საავტომობილო" 3540 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის  უკანონოდ შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, იუწყება ფინანსთა სამინისიტროს შემოსავლების სამსახური.

საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
საქართველოში 15 ათასამდე კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

მებაჟეებმა არადეკლარირებული საქონელი სკანერის მეშვეობით სომხეთის ორი მოქალაქის სხეულის დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0