საქართველოში 15 ათასამდე კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

© Ministry of Finance of Georgia საბაჟო-გამშვები პუნქტი
საბაჟო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტვირთი ავტობუსის ცარიელ ავზში და სათადარიგო საბურავისათვის განკუთვნილ ადგილზე იყო შენახული, რომელიც საქართველოდან თურქეთში მიდიოდა.

თბილისი, 4 დეკემბერი  – Sputnik. „კარწახის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მებაჟეებმა სამგზავრო ავტობუსში WINSTON-ის ფირმის  არადეკლარირებული 14,994 კოლოფი  სიგარეტი ამოიღეს, იუწყება ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. 

„ტვირთი ავტობუსის ცარიელ ავზში და სათადარიგო საბურავისათვის განკუთვნილ ადგილზე იყო შენახული, რომელიც საქართველოდან თურქეთში მიდიოდა“, — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში პარასკევს, 4 დეკემბერს.

შემდგომი რეაგირებისათვის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


ყველა ახალი ამბავი
0