რაზე შეთანხმდნენ აბაშიძე და კარასინი: აბაშიძის ვერსია

© photo: Sputnik / Alexey Danichev / გადასვლა მედიაბანკშიპრაღა
პრაღა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო და რუსეთი ტვირთების მონიტორინგის საკითხში შეთანხმების მიღწევას შვეიცარიული კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აპირებენ

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ნოემბრის ბოლოს გაიმართება საქართველოს, რუსეთისა და შვეიცარიული კომპანიის სამმხრივი შეხვედრა ტვირთების მონიტორინგის საკითხში, განაცხადა რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან პრაღაში შეხვედრის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ეთერში.

საქართველომ და რუსეთმა საბაჟო ადმინისტრირებისა და ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შეათანხმებას 2011 წელს მიაღწიეს, როდესაც ქართულმა მხარემ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლაზე ვეტო მოხსნა. პირობას წარმოადგენდა ის, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების გავლით რუსეთიდან სავაჭრო დერეფნები გადიოდეს და ტვირთების ნაკადის კონტროლისა და მათი მარკირების მიზნით მხარეებს საერთაშორისო შუამავლები უნდა მოეწვია. შედეგად არჩევანი შვეიცარიულ კომპანია SGS-ზე შეჩერდა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე: რუსეთთან დიალოგი რთულია, მაგრამ აუცილებელი

„ნოემბრის ბოლოს შვეიცარიაში გაიმართება გაფართოებული შეხვედრა, სადაც შეიკრიბებიან საქართველოს, შვეიცარიის, რუსეთის წარმომადგენლები და იმსჯელებენ 2011 წლის ხელშეკრულებაზე. სწორედ ამ შეხვედრაზე უნდა იყოს განხილული ყველა ნიუანსი, რომელიც ამ დრომდე ორ ქვეყანას შორის არ არის ბოლომდე შეთანხმებული“, — ციტირებს „პირველი არხი“ ზურაბ აბაშიძეს.

ტელეკომპანიის მონაცემებით, სპეციალურმა წარმომადცგენელმა გამოთქვა იმედი, რომ ნოემბრის ბოლოსთვის დაგეგმილ შეხვედრაზე მოხერხდება საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება.

ოქტომბრის შუა რიცხვებში კარასინმა საქართველო შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ქართულ მხარეს სურს, რომ რუსეთმა შეთანხმება ცალმხრივად შეასრულოს. 

2016 წლის გაზაფხულზე ქართულმა მხარემ დაასრულა მუშაობა კონტრაქტის ტექსტზე, რომელიც შვეიცარიულ კომპანიასთან უნდა გაფორმდეს. ის მზად არის ხელი მოაწეროს მას მაშინ, როდესაც კონტრაქტის ხელმოწერისთვის ანალოგიურ მზადყოფნას რუსული მხარეც დაადასტურებს.

პრაღა - Sputnik საქართველო
აბაშიძე და კარასინი პრაღაში შეხვედრას გამართავენ

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის თბილისის გადაწყვეტილებით შეწყდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიების და აბაშიძე–კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. ბოლო შეხვედრაზე ივლისში აბაშიძე და კარასინი შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყონ საქართველო-რუსეთის საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის მექანიზმების შესახებ შეთანხმების შესრულება.

ჟენევის მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, აბაშიძისა და კარასინის შეხვედრებმა თავისი ნაყოფი უკვე გამოიღო. რუსულ ბაზარზე დაბრუნდა ქართული ღვინო და ბორჯომი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ქვეყნებს შორის ყოველწლიურად იზრდება სავაჭრო ბრუნვა. ამჟამად რუსეთი ქართული პროდუქციის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია.

ასევე აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების შედეგია 2015 წლის დეკემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივება. მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი აპირებს მეტად გაამარტივოს სავიზო რეჟიმი ქართული ავიაკომპანია "აირზენას" (Georgian Airways) ეკიპაჟის წევრებისთვის. ავიაკომპანია რუსეთის ქალაქებში რეგულარულ ფრენებს ახორციელებს.


ყველა ახალი ამბავი
0