თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში, ქალაქ ბარდას სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კილომეტრში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, დაინგრა ორი საცხოვრებელი სახლი, რვა კი — დაზიანდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 132 კილომეტრში იყო, ეპიცენტრის სიღრმეა 39 კილომეტრი, აღნიშნულია საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.
მიწისძვრის შედეგად მწყობრიდან გამოვიდა ელექტროგადამცემი ხაზები და ამის გამო რამდენიმე დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.