ირანისა და ერაყის საზღვართან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის დიდი მსხვერპლი

© REUTERS / Osama Golpyმიწისძვრის შედეგად დანგრეული მაღაზია ერაყში
მიწისძვრის შედეგად დანგრეული მაღაზია ერაყში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიწისძვრის შედეგად ირანში, ბოლო მონაცემებით, 164 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერაყში – ექვსი.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ირანისა და ერაყის საზღვართან კვირას ძლიერი, 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, არის დიდი მსხვერპლი, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) განცხადებაზე დაყრდნობით.

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 204 კილომეტრში და ირანის ქალაქ ქერმანშაჰიდან დასავლეთით 104 კილომეტრში.

მიწისძვრის კერა 10 კილომეტრ სიღრმეში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები ასევე დაფიქსირდა კუვეიტში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და სომხეთში.

მიწისძვრის შედეგად ირანში, ბოლო მონაცემებით, 164 ადამიანი დაიღუპა, იუწყება ირანის ტელეარხი PRESS TV, დაშავებულია ათასობით ადამიანი. უსახლკაროდ დარჩა დაახლოებით 70 ათასი ადამიანი.

ერაყში, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, აქედან ორი ბავშვი, ხოლო დაახლოებით 100 ადამიანი — დაშავდა. დანგრეულია შენობები.

ყველა ახალი ამბავი
0