დასამალი არაფერია: საქართველო და გერმანია ინფორმაციის გაცვლაზე შეთანხმდნენ

© photo: Sputnik / Stringerსუსის შენობა
სუსის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით თანამშრომლობისთვის სამართლებრივი ნორმები შემუშავდება

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ და გერმანიამ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას მოეწერეს ხელი, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) განცხადებაში.

სუსის ხელმძღვანელმა ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში — ჰაიკე ფაიჩიმ “საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ბრანდენბურგის კარიბჭე ბერლინში - Sputnik საქართველო
ოქტომბერში საქართველოს 380-მა მოქალაქემ გერმანიაში თავშესაფარი ითხოვა

„შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს მხარეებს შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და გერმანიის მიერ საერთო თუ მსოფლიო გამოწვევებზე ადეკვატური რეაგირების მოხდენას“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

უწყება აღნიშნავს, რომ ამასთან, შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.


ყველა ახალი ამბავი
0