თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე, ახალი კალედონიის სანაპიროებთან, რომელიც წყნარ ოკეანეში მდებარეობს, ორი — 5,9 და 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე (USGS) დაყრდნობით.
მიწისძვრის ეპიცენტრები დასახლებული პუნქტი ტადინიდან აღმოსავლეთით 62 და 81,5 კილომეტრში იყო, ხოლო მიწისძვრის კერა — 10 კილომეტრ სიღრმეში.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება, ასევე არ არის გაფრთხილება ცუნამის შესახებ.
ახალი კალედონია მდებარეობს წყნარ ოკეანეში, მელანეზიაში. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ავსტრალიის ეკონომიკური ზონა, ჩრდილოეთიდან — ვანუატუ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან — ფიჯი. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ნუმეა.