მოემზადეთ ზამთრისთვის: ნაქსოვი ტანსაცმელი და აქსესუარები დახვეწილი ქალბატონებისთვის

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა ნაქსოვი ტანსაცმელი, რომელიც უკვე ათწლეულებია მოდიდან არ გადადის.

ანა ჯაჭვაძემ ქსოვა ბავშვობაში ისწავლა. აკეთებს ხელნაკეთ სამკაულს, სადღესასწაულო აქსესუარებს, ქარგავს ნატურმორტებს და პეიზაჟებს, ქსოვს ქართული ორნამენტებით კედლის პანოებს. ორი წლის წინ გადაწყვიტა ჰობი შემოსავლის წყაროთ ექცია. ფეისბუქზე შექმნა გვერდი Jachvadze Production, სადაც თავის ნამუშევრებს, ნაქსოვ  ტანისამოსს აქვეყნებს. ანა როგორც საქართველოში, ის მის საზღვრებს გარეთ იღებს შეკვეთებს, ქსოვს ჟაკეტებს, პიჯაკებს, ქუდებს, თითქმის ყველაფერს, რის მოქსოვაც შეიძლება.

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევრები
ანა ჯაჭვაძის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევრები

— დაახლოებით 10-11 წლის ვიქნებოდი,  დედამ მასწავლა ქსოვა. ვქსოვდი როგორც ჩხირებით, ისე ყაისნაღით. თავდაპირველად ყაისნაღით მოვქსოვე შორტზე და მაისურზე ჩასაცმელი გრძელი ბადე, მუქი იასამნისფერი. ახლა ის ჩემს შვილს ამშვენებს და ეს ძალიან მიხარია. შემდეგ იყო ქუდი და კაშნე, ქვედაბოლო და ზედა.

,

- ქსოვის გარდა სხვა ხელსაქმესაც ფლობთ?

— დიახ. მიყვარს  ხელსაქმე და ვთვლი, რომ ყველა ქალმა უნდა იცოდეს ქსოვა, კერვა, ქარგვა და ა.შ. ვაკეთებ ყველაფერს: სამკაულს, სადღესასწაულო აქსესუარებს, ვქარგავ ნატურმორტებს და პეიზაჟებს, ასევე ვქსოვ ქართული ორნამენტებით კედლის პანოებს. წლების განმავლობაში ვაკეთებდი ამ ყველაფერს. ბოლოს გადავწყვიტე ჰობი შემოსავლის წყაროდ მექცია და ორი წლის წინ დავიწყე შეკვეთების მიღება. ვქსოვ ჟაკეტებს, პიჯაკებს, ქუდებს, თითქმის ყველაფერს, რის მოქსოვაც შეიძლება. ვქმნი სხვადასხვა ტიპის სამოსს, რომელსაც ირგებს თინეიჯერიც და ახალგაზრდაც.  ვთვლი, რომ იდეამ გაამართლა. ძალიან სასიამოვნოა, როცა აკეთებ საყვარელ საქმეს და აქედან იღებ შემოსავალს.

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი

- რამდენად თამამი ხართ ფერებთან მიმართებაში?

— ფერებთან მიმართებაში საკმაოდ თამამი ვარ, მაგრამ ვითვალისწინებ შემკვეთის გემოვნებასაც. ძალიან მიყვარს წითელი, იასამნისფერი და რუხი, მაგრამ წელიწადის დროებიც მოქმედებს ფერთა პალიტრის არჩევანზე.

- როგორც ვიცი უცხო ქვეყნებიდანაც გიკვეთავენ ნაქსოვ ტანსაცმელს…

— ტანსაცმლის ქსოვას მიკვეთავენ ის ადამიანები, ვისაც მოსწონს ხელით ნაქსოვი პროდუქცია. შეკვეთებს ვიღებ, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე საზღვარგარეთიდან. შეკვეთები გავაგზავნე  ამერიკაში, რუსეთში, ესპანეთში, გერმანიაში და იტალიაში. ძალიან რთულია მოქსოვო ადამიანებისთვის მაგალითად ჟაკეტი, როცა არ იცი მისი აღნაგობა. მეტად ნერვიულობ და განიცდი, როგორ მოირგებს სასურველ სამოსს, მაგრამ ყოველთვის ვიღებ წერილებს, რომ მათი მოლოდინი გავამართლე.

შეკვეთები იმდენად ხშირად მქონდა და იმდენი ნაქსოვი დამიგროვდა, რომ გადავწყვიტე ფესიბუქზე შემექმნა გვერდი Jachvadze Production, სადაც განთავსებულია ჩემი ნაქსოვები.

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი

- ქსოვის რამდენი მეთოდი არსებობს? ყველა მათგანს ფლობთ?

— ქსოვის მრავალი მეთოდი არსებობს. სამწუხაროდ ყველა მათგანს არ ვფლობ, თუმცა სურვილი მაქვს შევისწავლო კოჭებით ქსოვა. მე ვქსოვ ჩხირებით და ყაისნაღით. ვქსოვ ნებისმიერი სირთულის ორნამენტს.

- დღეს რა სტილის ჟაკეტები და ზოგადად როგორი ნაქსოვია მოდაში? რა ფერებს ანიჭებენ უპირატესობას?

— დღესდღეობით მოდაშია თავისუფალი სტილის ნაქსოვები, სხვადასხვა ნიმუშის (რვიანები, ნაწნავები, ბურთები, ნიჟარები და აშ.). საქართველოში უპირატესობას შავი და რუხი ფერის ნაქსოვს ანიჭებენ, ხოლო საზღვარგარეთ ფერთა მოთხოვნა მრავალფეროვანია. იქ უპირატესობას მხიარულ და კაშკაშა ფერებს ანიჭებენ.

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი

- ძვირი ჯდება ნაქსოვი ტანსაცმელი?

— ფასი დამოკიდებულია ძაფის ხარისხზე, ნამუშევრის ზომასა და სირთულეზე. ზოგადად დიდი ზომის ტანსაცმლის მოქსოვა მარტივი არ არის, დიდი დროს, გათენებულ ღამეებს, საოცარ ენერგიას მოითხოვს. შედეგად კი ტოვებს თითებზე უამრავ მაზოლს, თუმცა ეს გავიწყდება, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ, მნახველები კი აღფრთოვანებით აფასებენ შენს ნამუშევარს.

© FB / Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი

 

- სადღესასწაულო ნაქსოვები თუ გაქვთ? ან სხვა დეკორაციებსაც თუ აკეთებთ?

— დიახ, სადღესასწაულო ნაქსოვებიც მაქვს. ვაკეთებ საახალწლო დეკორაციებსაც. გირჩებისგან ვამზადებ ნაძვის ხეებს და ნაძვის ხის სათამაშოებს. ყაისნაღით და ჩხირებით ვქსოვ ნაძვის ხის სათამაშოებს. ვაკეთებ სხვადასხვა მასალით კარზე დასამაგრებელ გვირგვინებს. ძირითადად ბუნებრივი და ხელოვნური ნაძვის ტოტებით, ფერადი გირლიანდებით და წვიმებით.

© Courtesy of Jachvadze Productionანა ჯაჭვაძის ნამუშევარი
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ანა ჯაჭვაძის ნამუშევარი

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

— სამომავლოდ ვგეგმავ საკუთარი სალონის გახსნას, სადაც წარმოდგენილი იქნება ჩემს მიერ ადგილზე შექმნილი ნივთები. იქნება ეს ნაქსოვი, ნაქარგი, დეკორატიული ბალიშები, სადღესასწაულო ნივთები და აქსესუარები. სალონი მინდა იყოს მყუდრო, რათა შემოსულ მომხმარებელს გაუჩნდეს სურვილი, თუნდაც ერთი ღილი, ან მაქმანი თავისი ხელით დააკეროს ნამუშევარს.

 

ყველა ახალი ამბავი
0