თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გერმანიაში ჩქაროსნული მატარებელი ICE ტახების ჯოგს შეეჯახა და მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ბერლინისა და ბრანდენბურგის ფედერალური პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
„ამჟამად რატენოვის ვაგზლის რაიონში (ბრანდენბურგი) სარკინიგზო მიმოსვლა დარღვეულია. ICE-ს მატარებელი ტახებს შეეჯახა", — განაცხადა პოლიციამ სამშაბათ საღამოს Twitter-ში.
„ICE-ს, სამწუხაროდ, გზის გაგრძელება აღარ შეუძლია. დაახლოებით 400 მგზავრი ახალ მატარებელში იქნება ევაკუირებული", — აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც Berliner Zeitung-ი იუწყება, მგზავრები ბაზელიდან გამომვლელ მატარებელში გადასხდნენ და ბერლინში დაახლოებით 4 საათის დაგვიანებით ჩავიდნენ. მოძრაობა რკინიგზაზე მხოლოდ გვიან ღამით აღდგა.
ინციდენტის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.