მედია: თურქეთში მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა, დაიღუპა შვიდი ადამიანი

© photo: Sputnik / Sergey Stroitelev / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქეთის რკინიგზის მმართველმა კომპანია TCDD-მ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის სირიელები იყვნენ.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თურქეთში მატარებელი მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შედეგად სულ ცოტა შვიდი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ გაზეთ Cumhuriyet-ზე დაყრდნობით.

ინციდენტი ელიაზიგის პროვინციაში ადგილობრივი დროით 09:15 საათზე მოხდა. მატარებელი რელსებზე გაჩხერილ მიკროავტობუსს დაეჯახა.

ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

თურქეთის რკინიგზის მმართველმა კომპანია TCDD-მ განაცხადა, რომ დაღუპულთა შორის სირიელები იყვნენ.

ყველა ახალი ამბავი
0