საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფრანგებთან შეხვედრა ფრედ დაასრულა

© FB/ GFFსაქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-19
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები U-19 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი ფეხბურთელები ევროპის 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში ვერ მოხვდნენ

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდულმა ნაკრებმა (U-19) ბოსნია და ჰერცეგოვინაში დასრულებული შესარჩევი რაუნდის დასკვნით მატჩში ფრანგ თანატოლებთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.

მატჩის წინ მე-11 ჯგუფში ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ფრანგებს კვარტეტში პირველი ადგილი გარანტირებული ჰონდათ. საქართველოს ნაკრებს ჰქონდა შანსი ებრძოლა მეორე ადგილისთვის, რომელიც ელიტ-რაუნდში მონაწილეობის უფლებას აძლევს. ამისათვის გიორგი ყიფიანის აღსაზრდელებს საფრანგეთისთის ნებისმიერი ანგარიშით უნდა მოეგოთ და ამავე დროს ბოსნიელებს ანდორელებთან უნდა წაეგოთ.

ნულოვანი მოტივაციის მიუხედავად, მე-20 წუთზე ფრანგები დაწინაურდნენ — თავი გამოიჩინა "პესეჟეს" ნახევარმცველმა ანტუან ბერნედმა.

საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ფეხბურთის ახალგაზრდული ნაკრები ბულგარეთის გუნდთან დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრის მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყო და 64-ე წუთზე დაწყებული სწრაფი კონტრშეტევა "დინამო" თბილისის ფეხბურთელმა ლევან ხარაბაძემ ზუსტი დარტყმით დაასრულა.

საქართველოს ამ შეხვედრის მოგებაც შეეძლო, მაგრამ 75-ე წუთზე ნიკა ნინუამ 11-მეტრიანის რეალიზება ვერ შეძლო. დარჩენილ დროში ქართველებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, მაგრამ ბოლოომდე მათი მიყვანა ვერ მოახერხეს.

საბოლოო ჯამში, ორი ქულით საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მე-11 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

სენსაცია პარალელურ მატჩშიც არ მომხდარა. ბოსნია და ჰერცეგოვინას ნაკრებმა ანდორას 2:1 მოუგო და კვარტეტის მეორე ადგილი დაიკავა. ის საფრანგეთის გუნდთან ერთად მონაწილეობას ელიტ-რაუნდში მიიღებს, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე გაიმართება.

ევროპის 2018 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი ფეხბურთში შემდეგი წლის ივლისში ფინეთში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0