პარლამენტი ახალ ომბუდსმენს დეკემბრის დასაწყისში აირჩევს

© Sputnik / Denis Aslanovაბანოთუბანი და მეტეხის ცეხე
აბანოთუბანი და მეტეხის ცეხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მმართველი პარტია სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატს განიხილავს

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი ახალი სახალხო დამცველის არჩევას 7 დეკემბრამდე აპირებს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" (Imedi) ეთერში.

მოქმედი ომბუდსმენის უჩა ნანუაშვილის უფლებამოსილება დეკემბერში იწურება. სახალხო დამცველის აპარატის მთავარ მიზანს ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს. ამ სტრუქტურის წარმომადგენლებს სპეციალური ნებართვის გარეშე დაკავებულებისა და მსჯავრდებულების მონახულების უფლება აქვთ. წელიწადში ერთხელ ომბუდსმენი პარლამენტს ადამიანის უფლებების მდგომარეობისა და მის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშს აბარებს.

"ჩვენი მიზანია, ახალი ომბუდსმენი 7 დეკემბრამდე აირჩეს. ძალიან აქტიურად წარიმართება დისკუსია მმართველი გუნდის შიგნით. შემდეგ შედგება გაფართოებული კონსულტაციები. კანდიდატი ამ ეტაპზე შერჩეული არ არის, განიხილება რამდენიმე, თუმცა მათ ვერ დავასახელებ. გაგრძელდება კონსულტაციები და ამის საფუძველზე დასახელდება კანდიდატი საპარლამენტო წესით", — განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.

ელექტროგადამცემი ხაზების რემონტი - Sputnik საქართველო
სამუშაო უნდა იყოს უსაფრთხო - საქართველოში კანონმდებლობა მკაცრდება

სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" აპირებს.

"ჩვენი ვარაუდით, ისინი წარადგენენ პოლიტიკურად აფილირებულ ადამიანს, რომელიც იქნება ლოიალური "ქართული ოცნების" ინტერესების და არა საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ. ჩვენ ვაპირებთ, რომ კონსულტაციები გავმართოთ მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, იმისთვის რომ არასამთავრობო სექტორის მიერ წარდგენილი კანდიდატი იყოს შეჯერებული და მას ჰქონდეს მაქსიმალური მხარდაჭერა", – განაცხადა პარტიის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ.

ამასთან, "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მზად არიან მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის კანდიდატს, თუ ის მათ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

"თუ კარგი კანდიდატი იქნება მმართველი გუნდის მხრიდან, ჩვენ არ გამოვიჩენთ სიჯიუტეს, გავაანალიზებთ მის ბიოგრაფიას, საქმიანობას და ვიმსჯელებთ — დავუჭიროთ თუ არა მხარი. ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე კანდიდატს და არ გამოვრიცხავ, ჩვენც წარვადგინოთ კანდიდატი", — განაცხადა ფრაქციის დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის ვადით ირჩევა. ომბუდსმენის პოსტზე კანდიდატურის წარდგენა შეუძლია ფრაქციას ან ექვსკაციან დეპუტატთა ჯგუფს. გამარჯვებისთის კანდიდატმა უნდა მიიღოს დეპუტატების არანაკლებ 76 ხმისა.

ყველა ახალი ამბავი
0