„Sputnik–საქართველოს" მკითხველებს წიგნის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ

© photo: Sputnikწიგნები
წიგნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრადიციულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ საიტის მკითხველთა უმეტესობა წიგნის მოყვარულია.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik–საქართველოს" ტრადიციულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მკითხველთა აუდიტორიის დიდ ნაწილს ლიტერატურა ძალიან უყვარს და წიგნის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს

კერძოდ, კითხვაზე, „კითხულობთ თუ არა წიგნებს", გამოკითხვაში მონაწილეთა 72,5%-ის პასუხი იყო „კი, წიგნების გარეშე არ შემიძლია".

პორტალის მომხმარებელთა მცირე ნაწილი — 3,4% უპირატესობას ელექტრონულ წიგნებს ანიჭებს.

გარდა ამისა, გამოკითხვაში მონაწილეთა 24,1%-მა განაცხადა, რომ წიგნის კითხვა სურს, მაგრამ საამისოდ დრო არ აქვს.

თბილისში 9-12 ნოემბრის პერიოდში ტრადიციული ფესტივალი „წიგნის დღეები“ გაიმართა. ფორუმზე ლიტერატურის მოყვარულებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, სხვადასხვა ფესტივალები, გამოფენები, თემატური ლექციები, სემინარები და ავტორების პრეზენტაციები შესთავაზეს. ღონისძიება, როგორც ადრე, საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში გაიმართა.

ყველა ახალი ამბავი
0