საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობს

© Facebook / Ministry of Culture and Monument Protection of Georgiaფრანკფურტის წიგნის ბაზრობა
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსი ოფიციალურად 15 ოქტომბერს, ფორუმის დასასრულს გადაეცემა.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2017-ზე ქართული პავილიონი გახსნა, ნათქვამია უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.

პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ავტორები დააჯილდოეს

ფორუმის ფინალში საქართველოს საფრანგეთისგან 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსი ოფიციალურად გადაეცემა. ცერემონია ქართველი მუსიკოსის ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის მიერ შესრულებულ მუსიკალურ პერფორმანსით დასრულდება.

წიგნის ბაზრობა 11-15 ოქტომბრის პერიოდში გერმანულ ქალაქ მაინის ფრანკფურტში მიმდინარეობს. ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნიდან ათასობით მსხვილ და მცირე გამომცემლებს აერთიანებს. აქ წარმოდგენილია წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და სხვა პერიოდული და ბეჭდვითი გამოცემები, ატლასები და რუკები, ინფორმაციის ელექტრონული საშუალებები, კალენდრები, კომიქსები და ხელოვნების საგნები.

ამ დღეებში ბაზრობის კარი ღიაა როგორც პროფესიონალებისთვის, ისე წიგნის მოყვარული უბრალო ადამიანებისთვის. წიგნების ავტორები და სტუმრები ამ ღონისძიებაზე ასობით ქვეყნიდან ჩამოდიან.

საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად ბაზრობაზე საქართველო ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მედეა მეტრეველმა და ფრანკფურტის ბაზრობის ქართული სამუშაო ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს.

უწყების მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით 10-15 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 15-მდე სხვადასხვა შინაარსისა და თემატიკის ღონისძიებაა დაგეგმილი.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესდება ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია

წელს პირველად გაიმართება თანამედროვე ქართველი ავტორების ლიტერატურული მარათონი, ასევე დაგეგმილია ქართველი კლასიკოსების — ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების კრებულისა და გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველების" თარგმანების პრეზენტაციები.

ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისადმი მიძღვნილი დისკუსია.

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსი საერთაშორისო მასმედიის წარმომადგენლებს ოფიციალურად წარუდგენს საქართველოს, როგორც 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარ ქვეყანას", — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას 500-წლიანი ისტორია აქვს. იგი ყველაზე პრესტიჟული და დიდი საერთაშორისო ღონისძიებაა არა მხოლოდ ლიტერატურისა და საგამომცემლო, არამედ მთლიანად კულტურის სფეროში.

ყველა ახალი ამბავი
0