საქართველოში 2016 წლის საუკეთესო ავტორები დააჯილდოეს

© courtesy of Publishing House SABAპრემია „საბა“
პრემია „საბა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბას" შედეგები გამოცხადდა

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. 2016 წლის საუკეთესო რომანად დასახელდა ალეკო შუბლაძის „გადამალვა" (გამომცემლობა „დიოგენე") — თბილისში ლიტერატურული პრემია „საბას" რიგით მე-15 დაჯილდოება გაიმართა.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა" 2003 წელს თიბისი ბანკმა და Pen-ცენტრმა დაარსეს. „საბა" გასული წლის ლიტერატურულ პროცესს აფასებს და საუკეთესო ავტორებს აჯილდოებს.

გამარჯვებულების გამოცხადება და საზეიმო დაჯილდოება შედგა შაბათს, თბილისის ისტორიის მუზეუმ "ქარვასლაში". დაჯილდოების ტრანსლაციას "საზოგადეობრივი მაუწყებლის" პირველი არხი ახორციელებდა.

გასულ წლის საუკეთესო პროზაულ კრებულად გამოცხადდა რუსუდან რუხაძის „ერთი თქვენგანი გამცემს" („ინტელექტი"). საუკეთესო პოეტური კრებული — ვახტანგ ჯავახაძის „ელეგია და სხვა".

2016 წლის საუკეთესო პიესის წოდება მიენიჭა ლაშა თაბუკაშვილის პიესას „სადღაც, ცისარტყელას მიღმა…".

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესდება ვაჟა-ფშაველას სახელობის ლიტერატურული პრემია

„წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტის" ტიტული მოიპოვეს ბექა ახალაიამ („ამ ვალმოხდილი ფოთლებისთვის") და ზურაბ აბაშიძემ („როგორ მოვკლათ ბილი ელიოტი") (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში").

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა გახდა ნანა ტრაპაიძის ნამუშევარი „ლიტერატურა და ლიტერატურა") (გამომცემლობა „კალმოსანი"). 2016 წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზისთვის ჯილდო მოიპოვა ლევან ბერძენიშვილის ნამუშევარმა „წიგნიერების ევოლუცია" (გამომცემლობა „არტანუჯი").

გასული წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი გახდა ანდრო ბუაჩიძის „გაზაფხული მოდის ღამეში" და ლუკა ბაქანიძის "სად ხარ, ლაზარე?" (პორტალი saba.com.ge).

ბუ ევა მოსკოვის წიგნის სახლში არბატზე - Sputnik საქართველო
მწერალი დონალდ რეიფილდი მოსკოვში საქართველოზე წიგნს წარადგენს

წლის საუკეთესო თარგმანი გახდა ხათუნა ცხადაძის მიერ ნათარგმნი უმბერტო ეკოს რომანი „ფუკოს ქანქარა" („დიოგენე") და ანა კორძაია-სამადაშვილის მიერ სიბილა ჰაინცის ნათარგმნი რომანი „ვინ მოკლა თოლია?".

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის „საბას" პრემია გადაეცა ლია სტურუას.

შეგახსენებთ, წელს პრემიალურმა ფონდმა 52 000 ლარი შეადგინა. ფულად პრემიებს გამარჯვებულებს პრემიის დამაარსებელი — თიბისი ბანკი გადასცემს.

 

ყველა ახალი ამბავი
0