საგარეო დაზვერვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთიანდება

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერის აზრით, ამგვარად ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაძლიერდება.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საგარეო დაზვერვის სამსახური შეუერთდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შედარებით ახალი უწყებაა. ის 2015 წლის აგვისტოში კონტრდაზვერვის ფუნქციებისა და შსს-ს ქვეყნის უშიშროებაზე პასუხისმგებელი სამსახურის გაუქმების შედეგად შეიქმნა. ამჟამად უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს ვახტანგ გომელაური, ხოლო საგარეო დაზვერვას — დავით სუჯაშვილი.

მაშველი მეხანძრე ბორჯომის ტყეში ხანძრის დროს - Sputnik საქართველო
საქართველოში საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი ამოქმედდება

„ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ვინ უხელმძღვანელებს ახალ უწყებას, ჯერჯერობით უცნობია.

ცვლილებების თანახმად, სამინისტროების რაოდენობა მცირდება — 18-ის ნაცვლად იქნება 14 უწყება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

სტრუქტურული რეფორმების ჩასატარებლად საქართველოს მთავრობამ ქვეყნის პარლამენტში უნდა შეიტანოს შესწორებები კანონში "საქართველოს მთავრობის შესახებ". შესაბამის საკითხს მთავრობის სხდომაზე გადაწყვეტენ.

ყველა ახალი ამბავი
0