პირველი დავალებები ახალ მინისტრებს: რას ელოდება საქართველოს პრემიერი

© FB / Giorgi Kvirikashviliმიხეილ ჩხენკელი და მამუკა ბახტაძე
მიხეილ ჩხენკელი და მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის შემადგენლობის ოპტიმიზაციის პროცესი სწორად უნდა წარმართოს, ხოლო ახალმა განათლების მინისტრმა - საკუთარი ორწლიანი გამოცდილება გამოიყენოს.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალ წევრებს — ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძეს და განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს პირველი დავალებები მისცა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდება

ბახტაძე და ჩხენკელი საქართველოს მთავრობაში ახალი სახეები არიან, რომელთა დანიშვნის შესახებ ბრძანებას პრემიერმა კვირიკაშვილმა ორშაბათს მოაწერა ხელი. ბახტაძე დიმიტრი ქუმსიშვილს შეცვლის, ჩხენკელი კი ალექსანდრე ჯეჯელავას.

ფინანსთა მინისტრისთვის ძირითადი დავალება მთავრობის ოპტიმიზაციის პროცესის მომზადება იქნება, რომელიც მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის შემცირებას ითვალისწინებს.

„ფინანსთა სამინისტროს როლი ოპტიმიზაციის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რათა შევძლოთ და სახელმწიფო ფინანსები მოვარგოთ იმ ახალ საჭიროებებს, რომლებზეც ვისაუბრეთ. მთავარია, ამ ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლდეს რესურსი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით დაიხარჯება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ჩვენ პროფესიონალურად უნდა ჩავატაროთ ოპტიმიზაცია, რათა ხალხმა დაინახოს, რომ მისი მთავარი მიზანი — თითოეული ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაა, აღნიშნა პრემიერმა.

ახალი ინსტრუქციები მიიღო განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმაც.

„განათლების სფერო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. საზოგადოებაში დღეს არსებული პრობლემების ძირითადი მიზეზი და ასევე შესაძლებლობების სათავე არის ზუსტად განათლების სფეროში", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მიხეილ ჩხენკელი - Sputnik საქართველო
საქართველოს „ოსკაროსანი" განათლების მინისტრი ეყოლება

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ განათლების სამინისტრო დაკავდება ახალგაზრდობის საქმეებითაც, რაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მოვალეობაში შედიოდა.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, მინისტრთა კაბინეტში პორტფელების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. უქმდება ენერგეტიკის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.

ამ სამინისტროების ფუნქციები სხვა სამინისტროებს გადაეცემა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება და დაემატება ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მართვაში გადადის ახალგაზრდობის საქმეები, ხოლო სპორტი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაემატა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექნება გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია, ხოლო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეებით საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავდება.

ყველა ახალი ამბავი
0