თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სს „საქართველოს რკინიგზის" ამჟამინდელი გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს, განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას.
„მას აქვს ძალიან კარგი განათლება და გამოცდილება და მან აჩვენა კონკრეტული შედეგები "საქართველოს რკინიგზის" მართვის პირობებში", — განაცხადა კვირიკაშვილმა ბრიფინგზე.
მამუკა ბახტაძე 2013 წლიდან „საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორი იყო. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი.
მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მაგისტრის ხარისხი მან მიიღო ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2010 წელს ბიზნეს-სკოლაში INSEAD მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია.