მიწისძვრა კოსტა-რიკაში: დაიღუპა, სულ ცოტა, სამი ადამიანი

გამოწერა
ცნობილია, რომ სამივე ადამიანი მიწისძვრის ნიადაგზე შიშის გამო გულის შეტევით გარდაიცვალა.

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. კოსტა-რიკაში მიწისძვრა მოხდა, რასაც, სულ ცოტა, სამი ადამიანი ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ქვეყნის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით.

მიწისძვრის მსხვერპლი ერაყში - Sputnik საქართველო
მასმედია: ირანში მიწისძვრის მსხვერპლის რაოდენობა 200-ს აღწევს

ბოლო მონაცემებით, ბიძგების მაგნიტუდამ 6,6 შეადგინა. ტელეარხი Teletica იუწყება, რომ ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჟაკოში, ხოლო კიდევ ერთი — კორონადოში. ამასთან, ცნობილია, რომ სამივე მიწისძვრის ნიადაგზე შიშის გამო გულის შეტევით გარდაიცვალა.

ქვეყნის ზოგიერთ რაიონში მიწისძვრის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წაიქცა ბოძები, კეპოსის რაიონში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ეროვნულ უნივერსიტეტთან არსებულმა ცუნამის მონიტორინგის ეროვნულმა სისტემამ ბიძგების შემდეგ ცუნამის გაჩენის საშიშროება უარყო.

ყველა ახალი ამბავი
0