თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ირანში მსხვერპლის რაოდენობა მიწისძვრის შედეგად 200-მდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ Press TV-ზე დაყრდნობით.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, დაშავდა კიდევ 1,5 ათასზე მეტი ადამიანი.
მანამდე ცნობილი იყო 164 დაღუპულის შესახებ.
ირანისა და ერაყის საზღვართან კვირას ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) მონაცემებით, მიწისძვრა 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 204 კილომეტრში და ირანის ქალაქ ქერმანშაჰიდან დასავლეთით 104 კილომეტრში.
მიწისძვრის კერა 10 კილომეტრ სიღრმეში იყო. ერაყში, წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა ექვსი ადამიანი, აქედან ორი ბავშვი.