„სამართლიანი არჩევნები“: რამდენიმე უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩევნები საქართველოში
არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია სამი საჩივარი, ორი საჩივარი არის წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია ერთი შენიშვნა.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ადგილობრივი  თვითმმართველობის არჩევნების მეორე  ტურში, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე წარიმართა, განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ ბრიფინგზე.

„ძირითადი დასკვნების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამართლიანი არჩევნებსი დამკვირვებლებს ყველა საარჩევნო უბანზე შესვლისა და შეუზღუდავად დაკვირვების შესაძლებლობა მიეცათ,  მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, უბნების უმრავლესობაზე უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი მნიშვნელოვანი დარღვევევბის გარეშე წარიმართა.თქმით. რამდენიმე საარჩევნო უბანზე პროცედურული ხასიათის ხარვეზები დაფიქსირდა“, — განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

მიხეილ ბენიძის თქმით, ამ დროისათვის საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია სამი საჩივარი, ორი საჩივარი არის წარდგენილი საოლქო კომისიებში, ხოლო ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია ერთი შენიშვნა.

არჩევნების პროცესი - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური ამომრჩეველთა დაბალი აქტივობით მიმდინარეობს

პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00-საათისთვის საარჩევნო უბნების 99.7% იყო მზად. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება არჩევნების პირველი ტურის მონაცემისიგან (99.3%).  ყველა (100%) საარჩევნო უბანზე კომისიის წევრებს შორის ფუნქციები წილისყრით დადგენილი წესით გადანაწილდა, რაც სტატისტიკურად მსგავსია არჩევნების პირველი ტურის მონაცემთან.

საარჩევნო უბნების 0.9%-ზე უბნის გახსნის პროცესთან დაკავშირებული დარღვევები დაფიქსირდა, რაც სტატისტიკურად მცირედით გაუმჯობესებული მაჩვენებელია არჩევნების პირველ ტურთან შედარებით.

ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები: კენჭისყრის ფარულობის დარღვევა; მარკირების შემოწმების პროცედურის დარღვევა; საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება; არაუფლებამოსილი პირის მიერ კომისიის წევრის ფუნქციების შესრულება.

“სამართლიანი არჩევნები“ შეახსენებს ამომრჩევლებს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად თან უნდა იქონიონ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ID ბარათი ან პასპორტი. 

„სამართლიანი არჩევნები“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში და თავისუფლად დააფიქსირონ საკუთარი ნება სასურველი კანდიდატის სასარგებლოდ.   

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მონიტორინგს საქართველოს 6 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 317 საუბნო, 6 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 6 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 8 ოპერატორისა და 6 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.   

მიმდინარე არჩევნებზე „სამართლიანმა არჩევნებმა“ დამკვირვებლები მიავლინა ქუთაისის თვითმმართველი ქალაქის, ასევე, მარტვილის, ოზურგეთის, ხაშურის, ბორჯომის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ყველა საარჩევნო უბანზე.   

პირველი ტურის მსგავსად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება. როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ეს მეთოდოლოგია მათ აძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოაჩინონ დარღვევები, სისტემურად შეაფასონ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმონ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.   

ყველა ახალი ამბავი
0