„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდა

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხვალ, 11:00 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო ცვლილებების თაობაზე განცხადებას გააკეთებს

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მმართველი გუნდის წევრები „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში შეიკრიბნენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრემერ-მინისტრთან მთავრობაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები განიხილა. 

დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს,თუ გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმების საკითხი დადგება. მისივე თქმით, დამატებით არანაირი ცვლილების შესახებ ინფორმაცია არა აქვს.

პარლამენის აგარარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ ოპტიმიზაციისა და სამინისტროების რაოდენობის შემცირების მომხრეა.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა

"ზოგადად შემცირებას, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, იმიტომ რომ ოპტიმიზაცია ყოველთვის სწორია, მითუმეტეს ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ძალიან ბევრი სამინისტრო გვქონდეს. ერთადერი რაც ვიცით, არის ის რაც მედიით ვრცელდება. ძალიან ბევრი კითხვა მოჰყვება რეორგანოზაციას და დარმწუნებული ვარ, გუნდს ამაზე ნაფიქრი აქვს და მათი შემოთავაზება ამას ითვალისწნებს — როგორ, სად დაბალანსდება მთელი რიგი მიმართულებები, რაც სასიცხოცლო მნიშვნელობის არის, მათ შორის გარემოს დაცვისთვის. ალბათ, ყოვეთვის დროულია, რაც ადრე გაკეთდება ასეთი დროული ოპტიმიზაციები, მიდგომები, მით უკეთესია", — განაცხადა ოთარ დანელიამ.

წინასწარი ინფორმაციით, რეფორმის შედეგად ქუმსიშვილი ფინანსთა მინისტრის პოსტს დატოვებს და ეკონონიკისა და ენერგეტიკის მინისტრის პოსტს დაიკავებს, რომელსაც ორი მოქმედი სამინისტრო ჩამოაყალიბებს — ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სამინისტრო. 

მედიის ვერსიით, ქუმსიშვილის ადგილზე ორი კანდიდატურა განიხილება — სს „ქართული რკინიგზის“ დირექტორი მამუკა ბახტაძე და ქუმსიშვილის მოადგილე გიორგი თაბუკაშვილი.

რაც შეეხება ეკონომიკის ამჟამინდელ მინისტრ გიორგი გახარიას, ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს დაიკავებს. შს მოქმედი მინისტრი მღებრიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა განახლებულ მთავრობაში აღარ იქნებიან.

გარდა ამისა, მინისტრთა კაბინეტში აღარ იქნებიან სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო გაერთიანდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, ხოლო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი —საგარეო საქმეთა სამინისტროსთან. გარდა ამისა, იგეგმება იუსტიციისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროების გაერთიანება. აგრეთვე იგეგმება ახალი საგამოძიებო სამსახურის შექმნა.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების შესახებ ბრიფინგს ხვალ, 11:00 საათზე გამართავს.


ყველა ახალი ამბავი
0