მსახიობი ჩულპან ხამატოვა თბილისში დეკემბერში წარდგება

© photo: Sputnikცნობილი მსახიობი ჩულპან ხამატოვა
ცნობილი მსახიობი ჩულპან ხამატოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსი მსახიობი ჩულპან ხამატოვა თბილისში პიანისტ ალექსეი გორიბოლთან ერთად წარდგება

თბილისი, 12 — Sputnik. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობი ჩულპან ხამატოვა თბილისში 15 დეკემბერს წარდგება — საქართველოს დედაქალაქში მსახიობი წარადგენს მუსიკალურ-პოეტურ სპექტაკლს „ბელა ახმადულინა. სიზმრები საქართველოზე“.

სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრის დიდ სცენაზე 19:00 საათზე გაიმართება.

წარმოდგენის ბილეთები გაიყიდება ონლაინ, ვებგვერდზე biletebi.ge. დეკემბრიდან კი მათი შეძენა თეატრის სალაროებში იქნება შესაძლებელი.

ბიორკი - Sputnik საქართველო
საჩუქარი ბიორკისათვის: მომღერალმა ქართველი მხატვრის ნამუშევარი წაიღო

ჩულპან ხამატოვასთან ერთად ქართულ სცენაზე ცნობილი პიანისტი ალექსეი გორიბოლი წარდგება.

საღამოში მონაწილეობას ასევე მიიღებენ გრიბოედოვის თეატრის მსახიობები: არჩილ ბარათაშვილი, მიხეილ გავაშელი, ივანე ქურასბედიანი, მერაბ კუსიკაშვილი და ოლეგ მჭედლიშვილი.

ღონისძიების ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსკი კლუბი“.

საღამოს სპეციალური სტუმარი გახდება თეატრის გამოჩენილი რუსი მხატვარი, სცენოგრაფი და პედაგოგი ბორის მესერერი.

ჩულპან ხამატოვა — თეატრისა და კინოს რუსი მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, მოსკოვის აკადემიური თეატრ „სოვრემენიკის“ წამყვანი მსახიობი და სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე. ხამატოვა — საქველმოქმედო ფონდ „პოდარი ჟიზნის“ ერთ-ერთი დამაარსებელია, რუსეთის სახალხო არტისტი (2012) და რუსეთის სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (2004, 2014).


ყველა ახალი ამბავი
0