მეორე მოწვევის საკრებულო - ცვლილებების დრო მოდის

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საკრებულოს შენობა
თბილისის საკრებულოს შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეექვსე მოწვევის თბილისის საკრებულოში დარგობრივი კომისიების რეორგანიზაცია იგეგმება

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ახლადარჩეული საკრებულოს წევრთა პირველი სხდომა 14 ნოემბერს შედგება — ამ დღეს დაამტკიცებენ მის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს, ასევე განიხილავენ კომისიების გაუქმებისა და ახლების შექმნის საკითხებს, იუწყება მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური.

თბილისის საკრებულოს არჩევნები მერის არჩევნების პარალელურად 21 ოქტომბერს გაიმართა. თბილისელები ირჩევდნენ 25 დეპუტატს პარტიული სიებით და 25-ს — დედაქალაქის ერთმანდატიან ოლქებში. არჩევნები დიდი სხვაობით „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო — თბილისელებმა მერად ენერგეტიკის ექს-მინისტრი კახა კალაძე აირჩიეს, ხოლო საკრებულოში მისი პარტიის 40 კანდიდატი გავიდა.

გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შვილებით „ქართული ოცნების“ მომხრეებთან შეხვედრაზე - Sputnik საქართველო
პრემიერს კალაძის იმედი აქვს - 12 ნოემბერს თბილისს ახალი მერი ეყოლება

საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა. მისი პირველი მოადგილე გიორგი ახვლედიანი გახდება, სხვა მოადგილეები მარიკა დარჩია და დავით უჯმაჯურიძე იქნებიან.

„ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის პოსტს ბექა დავითულიანი დაიკავებს, მისი მოადგილეები იქნებიან ვახტანგ შაქარიშვილი, გიორგი მუსხელიშვილი და ჯაბა ჯიშკარიანი.

საკრებულოს კომისიების მხრივ დაგეგმილია რეორგანიზაცია, რომელსაც სტრუქტურული ცვლილებები მოყვება.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია იურიდიულ საკითხთა კომისიასთან გაერთიანდება, ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას გამოეყოფა ტრანსპორტის საკითხთა ჯგუფი და ცალკეული კომისიის სახით ჩამოყალიბდება.

ამ ეტაპზე არსებულ კომისიებს უხელმძღვანელობენ: სარევიზიო კომისიას — რიმა ბერაძე; იურიდიულ საკითხთა კომისიას — ლევან ჟორჟოლიანი; ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას — გიორგი ბირბიჩაძე; განათლებისა და კულტურის კომისიას — თამარ ტალიაშვილი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას — გიორგი ჩაკვეტაძე; ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიას — რევაზ სოხაძე.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას რეორგანიზაციამდე დროებით უხელმძღვანელებს თედო ისაკაძე, რომელიც მომავალში ტრანსპორტის საკითხთა კომისიას უხელმძღვანელებს.

კობულეთის კურორტი - Sputnik საქართველო
ოპოზიციონერის „გატაცება“: დასვენება ზღვაზე თუ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება

გარემოს დაცვის კომისიას ირაკლი კუხიანიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას — ირაკლი ზარქუა.

ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიას ოთარ გრიგოლია უხელმძღვანელებს, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას — თინათინ ნიბლოშვილი. თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომელიც მერთან არის შექმნილი, ანა ლაშხი უხელმძღვანელებს.

არჩევნების შედეგების მიხედვით, ოპოზიციამ საკრებულოში 50-დან სულ 10 ადგილი მიიღო. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოში 5 დეპუტატი ეყოლება, პარტიას „ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – 3, „პატრიოტთა ალიანსს“ – 2.

მომდევნო თვის განმავლობაში ახლადარჩეულმა საკრებულომ ქალაქისთვის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა მიიღოს — თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა და 2018 წლის დედაქალაქის ბიუჯეტი.


ყველა ახალი ამბავი
0