გიორგი მღებრიშვილის მომავალი თანამდებობა ცნობილია

© photo: Sputnikსაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები დაიგეგმა

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობიდან გადის და ერთიანდება კრიზისების მართვის საბჭოში, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი უხელმძღვანელებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi). 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, შსს-ს ამჟამინდელ მინისტრ გიორგი მღებრიშვილ სავარაუდოდ ხვალ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრის თანამდებობიდან გადააყენებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია სამთავრობო ცვლილებები. ეს ინფორმაცია პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც დაადასტურა.

საქართველოს მთავრობა - Sputnik საქართველო
როგორი იქნება საქართველოს მთავრობის ახალი სტრუქტურა

მინისტრთა კაბინეტში სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით დილიდან იმართება კონსულტაციები მთავრობის კანცელარიასა და ქართული ოცნების ოფისში. ადგილზე პარტიის ლიდერები და პოლიტსაბჭოს წევრები იმყოფებიან.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მინდია ჯანელიძე ხელმძღვანელობს. საბჭო 2014 წლის 1 იანვრიდან მუშაობს.

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო წარმოადგენს პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს და შექმნილია სახელმწიფო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, ქვეყნის სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის, აგრეთვე,  ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციის მართვის მიზნით უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0