თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ ბორჯომში, რვა დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.
დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში ბორჯომში, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ნგრევად შენობაში ცხოვრობდნენ.
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ ყოფილი სანატორიუმის შენობის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და იქ მცხოვრებ 55 ოჯახს ბინები გადასცა. დარჩენილ 8 ოჯახზე დამატებითი მოკვლევის სამუშაოები მიმდინარეობდა, რის შემდეგაც მათ საცხოვრებელი ფართები ბორჯომში, ვაშლოვანის ქუჩაზე სამინისტროს მიერ რეაბილიტირებულ შენობაში გადაეცათ.
სამინსიტროს ცნობით, ნგრევადი და სიცოცხლისთვის საშიში ობიექტების დახურვა და იქ მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.
2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით 80-მდე ასეთი ობიექტი დაიხურა.