არჩევნების მეორე ტურზე 17:00 საათისათვის ამომრჩეველთა მესამედი გამოცხადდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაარჩევნო ბიულეტენები ურნაში
საარჩევნო ბიულეტენები ურნაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
17:00 საათისათვის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ოზურგეთში - 47,2%, ყველაზე დაბალი კი ქუთაისში - 14,1%.

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. მერების არჩევნების მეორე ტურში ქუთაისში, მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში 17:00 საათისათვის ამომრჩეველთა მესამედი გამოცხადდა, აცხადებენ საოლქო კომისიებში.

მეორე ტურში გავიდნენ ის კანდიდატები, რომლებმაც 21 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების 50%-ის მოგროვება ვერ შეძლეს. ექვსივე მუნიციპალიტეტში პირველ ტურში ხმების უმრავლესობა მოიპოვეს მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველის“ წარმომადგენლებმა, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

ცესკოს მონაცემებით, არჩევნები ექსცესების გარეშე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

ამომრჩევლები კენჭისყრის პროცესში იღებენ მონაწილეობას - Sputnik საქართველო
საქართველოში მერების არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს

ქუთაისის საოლქო კომისიის მონაცემებით, სადაც მეორე ტურში გიორგი ჭიღვარია („ქართული ოცნება“) და გრიგოლ ვაშაძე („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) გავიდნენ, 17:00 საათისათვის აქტივობამ 14,1% შეადგინა.

მარტვილშიც შედარებით დაბალი აქტივობაა — 17:00 საათისათვის არჩევანი ამომრჩეველთა 30,7%-მა გააკეთა. 

შედარებით მაღალია აქტივობა ოზურგეთში — 17:00 საათისათვის იქ ხმა მისცა ამომრჩეველთა 47,2%-მა.

ხაშურში 17:00 საათისათვის აქტივობამ 27,1% შეადგინა.

შედარებით აქტიურია ყაზბეგის ამომრჩეველი — 17:00 საათისათვის არჩევნებში ამომრჩეველთა 44,1%-მა მიიღო მონაწილეობა.

ყაზბეგთან შედარებით ოდნავ მაღალია აქტივობა ბორჯომში — აქ ამ დროისათვის არჩევნებზე ამომრჩეველთა 44,8% გამოცხადდა.


ყველა ახალი ამბავი
0