თბილისში სასურსათო პროდუქციის შემნახველი საწარმო გაფართოვდა

გამოწერა
კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტით“ ისარგებლა

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში თბილისში პროდუქციის შემნახველი მეურნეობა გაფართოვდა, იუწყება სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური.

„შპს „საქინვესტის“ პროდუქციის შემნახველ მეურნეობაში ერთდროულად 2 700 ტონა  პროდუქციის შენახვაა შესაძლებელი. კომპანიაში 43 ადამიანია დასაქმებული. აღნიშნული საწარმო 2017 წელს გაფართოვდა“, — ნათქვამია სამინსიტროს მიერ გავრელებულ ინფორმაციაში.

კომპანიამ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ „აწარმოე საქართველოს“ კომპონენტით ისარგებლა. საწარმოში ჯამურად 1 718 494  ლარი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 1 700 000 ლარს შეღავათიანი აგროკრედიტი შეადგენს.

ყავის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
„აწარმოე საქართველოში": ყავის ფაბრიკა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი პროდუქციის შემნახველი მეურნეობა თბილისში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩხეიძემ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორთან მამუკა კვარაცხელიასთან ერთად მოინახულა. 

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — ბიზნესის“ ფარგლებში ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

პროექტების ფარგლებში შეღავათიანი სესხები გაიცემა როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე უკვე არსებულის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 750 —ზე მეტი მოქმედი და 165 ახალი საწარმო. თბილისში შექმნილია 4 ახალი საწარმო და გაფართოვდა 34 საწარმო.


ყველა ახალი ამბავი
0