„აწარმოე საქართველოში": ყავის ფაბრიკა

© Sputnik / Levan Avlabreliყავის ფაბრიკა
ყავის ფაბრიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც ყავის შესახებ არ იცოდნენ. ყავა ადამიანებს სასიამოვნო საუბრისთვის განაწყობს და დაღლილობის დროს მათ ენერგიით ავსებს.

ყავის ეს თვისება ქართული კომპანია BB Company-ს წარმომადგენლებმა მთავარ საფუძვლად აირჩიეს და თბილისში Mondo-ს ბრენდის ყავის მოსახალი და დამფასოებელი ფაბრიკა დაარსეს დევიზით „ყავა ურთიერთობისთვის".

BB Company საქართველოში 17 წელია მუშაობს. მთელი ეს პერიოდი კომპანია საქართველოში მზა ყავის იმპორტს ახორციელებდა. პროდუქცია, ძირითადად, იტალიიდან შემოჰქონდათ.

თუმცა, სამი წლის წინ კომპანიის დამფუძნებლებს საქართველოში ნატურალური ნედლეულის შემოტანის იდეა გაუჩნდათ, რათა ყავა საკუთარი ბრენდით ეწარმოებინათ.

„ეს კომპანია უკვე 17 წელი არსებობს და დაარსების დღიდან ყავის იმპორტით არის დაკავებული. ამ წლებში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, საწარმოს გახსნის იდეა გაჩნდა, სადაც ქართული წარმოების ყავას გამოვუშვებდით", — განუცხადა „Sputnik-საქართველოს" BB Company-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ნოდარ კომახიძემ.

2015 წელს BB Company-მ დახმარებისთვის მიმართა სახელმწიფო პროგრამას „აწარმოე საქართველოში" და 1 მილიონი აშშ დოლარის კრედიტის (ეკვივალენტი ლარში) მოპოვება შეძლო.

ნოდარ კომ

„ყავასთან დაკავშირებით დიდი გამოცდილება გვქონდა მიღებული, ვიცოდით საქართველოში არსებული მოთხოვნის, გაყიდვების დონის შესახებ. შევქმენით ბიზნეს-გეგმა და მივმართეთ პროგრამას „აწარმოე საქართველოში", მათ კი მხარი დაგვიჭირეს", — განაცხადა კომახიძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ფაბრიკის შექმნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, ქართული მოხალული ყავის პირველი პარტიის გამოშვება მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში მოხერხდა.

ორი წლის განმავლობაში იდეის ავტორები ფაბრიკას აშენებდნენ და პარალელურ რეჟიმში საჭირო დაზგებსა და დანადგარებს იძენდნენ. საერთო ჯამში პროექტის ღირებულებამ რამდენიმე მილიონი დოლარი შეადგინა.

„ვერ ვიტყოდი, რომ პროექტი ძალიან რთული იყო, მაგრამ არც ისე მარტივი. პრობლემები არ ყოფილა, უბრალოდ, საჭირო იყო ბევრი დრო და ენერგია, თუმცა ჩვენ გვქონდა გამოცდილება, რაც ძალიან დაგვეხმარა", — აღნიშნა მან.

ფაბრიკა თბილისის გარეუბანში მდებარეობს და 4500 კვადრატული მეტრის ფართობს იკავებს, ის 90%-ით ავტომატიზებულია. საწარმოში დასაქმებულია 16 ადამიანი, მათი ფუნქცია — ავტომატიზებულ პროცესზე დაკვირვებაა.

„რადგან ჩვენი დანადგარები მთლიანად ავტომატიზებულია, მოხალვის მთელი ციკლი გრადუსებით არის გაწერილი. ერთი შეხედვით მარტივია, თუმცა მუდმივ ყურადღებას მოითხოვს", — განაცხადა კომახიძემ.

© photo: Sputnik / Stringerპროგრამა "აწარმოე საქართველოში" ლოგოტიპი ყავის ფაბრიკაში
Логотип государственной программы Производи в Грузии на фабрике кофе - Sputnik საქართველო
პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ლოგოტიპი ყავის ფაბრიკაში

BB Company-ს ყავის მარცვალი შემოაქვს ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ინდონეზიიდან, კენიიდან, ვიეტნამიდან, ეთიოპიიდან, კოსტა-რიკიდან, ინდოეთიდან და სხვა ეგზოტიკური ქვეყნებიდან.

ამჟამად ქარხანაში ორი სახეობის ყავა იწარმოება — მოხალვის სხვადასხვა ხარისხის „არაბიკა“ და „რობუსტა“.

გარდა ამისა, ქარხნის მფლობელებს ექსპერიმენტები არ აფრთხობს. ამისთვის მათ ჰოლანდიიდან სპეციალისტი დაიქირავეს, რომელიც ლაბორატორიაში ყავის სხვადასხვა ჯიშების შერევით ახალი, დახვეწილი გემოს ძიებაშია.

რაც შეეხება ქართულ ბაზარზე ყავასთან დაკავშირებულ სიტუაციას, BB Company-ს აღმასრულებელ დირექტორს მიაჩნია, რომ ქვეყანაში დიდი კონკურენციაა და მომხმარებელი ყავის ხარისხში უკვე კარგად ერკვევა.

„შემიძლია ვთქვა, რომ კონკურენცია მაღალია. რაც მთავარია, ქართველმა მომხმარებელმა ყავა ყოველდღიურ შემადგენლად გაიხადა… პირველ რიგში, ხარისხი ფასს უნდა შეესაბამებოდეს. და ამ პროექტის მიზანია – გავაკეთოთ მაღალი ხარისხის ყავა საკმაოდ დაბალ ფასად", — აღნიშნა მან.

© Sputnik / Levan Avlabreliყავის ფაბრიკა
Фабрика кофе - Sputnik საქართველო
ყავის ფაბრიკა

აპრილიდან ივნისამდე წარმოებულია 20-მდე ტონა ყავა. ქარხნის მფლობელები ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და უკვე სექტემბრიდან პროდუქციის ევროპულ ქვეყნებში გატანას გეგმავენ.

„Sputnik-საქართველოს" გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, რა აზრის არიან BB Company-ს დამფუძნებლები საქართველოში არსებულ ბიზნეს-გარემოზე.

„საერთოდ, საქართველოში ბიზნესის წამოწყება ძალიან ადვილია. ვგულისხმობ შპს-ის რეგისტრაციას და წარმოების დაწყებას. უბრალოდ, საჭიროა სწორი გათვლები და რისკების გაანგარიშება", — განაცხადა კომახიძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებას ემსახურება პროგრამა "აწარმოე საქართველოში", ისევე, როგორც კონკურენციის სააგენტო, რომლის საქმიანობა მონოპოლიებთან ბრძოლას გულისხმობს.

© Sputnik / Levan Avlabreliროგორ ამზადებენ ყავას საქართველოში
Фабрика кофе - Sputnik საქართველო
როგორ ამზადებენ ყავას საქართველოში

„ჩვენ შემთხვევაში, რადგან მონაწილეობას ვიღებთ პროგრამაში "აწარმოე საქართველოში", სახელმწიფოს მხრიდან ძალიან სერიოზულ მხარდაჭერას ვგრძნობთ. საქართველოში მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესა თუ ის ბიზნესი მონოპოლიზებული აღარ არის და ყველა მსურველს ნებისმიერი ტიპის ბიზნესის დაწყება შეუძლია", — დაასკვნა მან.

ყველა ახალი ამბავი
0