ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მგლების შემოსევაა

© AFP 2024 / RAYMOND ROIGმგელი
მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ურთის მოსახლეობის განცხადებით მგლები ოთხფეხა პირუტყვს ანადგურებენ, რის გამოც ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთაში მგლების შემოსევაა, იუწყება ტელეკომპანია "იმედი" (Imedi).

ადგილობრივების განცხადებით, მგლები მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს ანადგურებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ევროპული რუხი მგელი - Sputnik საქართველო
მგლების შემოსევა მარტვილის რაიონში

სოფელ ურთის გამგებლის წარმომადგენელის, ბადრი ნინუას განცხადებით, ურთის მთაში ბინადარი მგლები წითელ წიგნში არიან შეტანილი და შესაბამისად, ლიცენზიების გაცემის საკითხი სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით ხდება.

„სოფელ ურთაში წუხელ ღამით მგელმა ორი სული საქონელი დაგლიჯა. ზოგადად მგლების არსებობის შესახებ ინფორმირებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და ზომები უკვე მიღებულია. ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში გაიცა ნებართვა ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. ყველას გვახსოვს, აგვისტოშიც ლიკვიდირებული იქნა ორი მგელი. მაშინ მოსახლეობას იგივე მოთხოვნა ჰქონდა, რომ ლიკვიდაციის ნებართვა არ აღემატებოდა მგლების რაოდენობას, ამიტომაც ადგილობრივებმა მოითხოვეს დამატებით ლიცენზიის გაცემა და ზემდგომ ორგანოებში ამაზეც იყო საუბარი. არსებული ინფორმაციით, ეს მგლები წითელ წიგნში არიან შეტანილები და შესაბამისად, ლიცენზიების გაცემის საკითხი სხვადასხვა უწყებებთან კოორდინირებით ხდება", — განაცხადა ურთის გამგებლის წარმომადგენელმა ბადრი ნინუამ.

როგორც სოფელ ურთის მოსახლეობა იუწყება, სოფელში ერთი თვის განმავლობაში მგელმა 24-მდე პირუტყვი დაგლიჯა.

ყველა ახალი ამბავი
0