მგლების შემოსევა მარტვილის რაიონში

© AFP 2024 / RAYMOND ROIGევროპული რუხი მგელი
ევროპული რუხი მგელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ სოფელ ვედიდკარში მგლების დახოცვის ნებართვა გასცა

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ვედიდკარში შინაურ პირუტყვზე მგლების თავდასხმასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამის ზომებს მიიღებს, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" მარტვილის გამგეობის პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მგლებმა ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი დაგლიჯეს. ბოლო პერიოდში მგლები მარტვილის რაიონში უკვე მეორედ გამოჩნდნენ.

„ბოლო შემთხვევა სოფელ ვედიდკარში ორშაბათს დაფიქსირდა. ადგილზე გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გავიდნენ. რეაგირება აუცილებლად მოხდება", — განაცხადა პრესსამსახურის თანამშრომელმა.

მგელი - Sputnik საქართველო
ხობის რაიონში მგლების შემოსევაა

გამგეობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსგან მგლების დახოცვის ნებართვა უკვე ნიიღო, აღნიშნა მან.

ეს სოფლებზე მგლების თავდახმის პირველი შემთხვევა არ არის. გასულ კვირაში მტაცებლები ხობის რაიონის სოფელ პატარაში გამოჩნდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის საქონელი დაგლიჯეს.

ამჟამად მგლის მოკვლა საქართველოში აკრძალულია. მტაცებლებზე ნადირობა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია დაშვებული – როდესაც ის ადამიანის სიცოცხლეს ემუქრება. "პრობლემურ მგლებზე" სანადიროდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის ნებართვაა საჭირო. შესაბამისი მიმართვა გამგეობამ უნდა გადააგზავნოს.

2012-2015 წლებში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნებართვით მოკლულია 249 მგელი, 135 ტურა, შვიდი მელია და ოთხი დათვი.

ქართველი მეცნიერების მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში 530-მილიონიან ევროპაში მგლების თავდასხმის შედეგად სულ დაიღუპა 9 ადამიანი, ხოლო 3,7-მილიონიან საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში 13 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ სტატისტიკას მეცნიერები კატასტროფულს უწოდებენ და ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ყველა ახალი ამბავი
0