საქართველოს რაგბის ნაკრებმა კანადას ტესტ-მატჩში მოუგო

© photo: Sputnik / STRINGERრაგბი. საქართველო-კანადა
რაგბი. საქართველო-კანადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა კანადასთან ტესტ-მატჩში ინიციატივა პირველივე წითებიდან ჩაიგდეს ხელში

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნულმა გუნდმა თბილისში „დინამო არენაზე“ კანადის ნაკრებს ტესტ-მატჩში ანგარიშით 54:22 მოუგო.

შეხვედრის პირველივე წუთებიდან მასპინძელი ინიციატივას დაეუფლა და მატჩის განმავლობაში მეტოქეს მიახლოების საშუალება არ მისცა. პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეემა ორი წარმატებული ლელო დადეს, რომლის ავტორები სოსო მათიაშვილი და გიორგი ნემსაძე გახდნენ. ორივე გარდასახვა მათიაშვილმა განახორციელა. გარდა ამისა, მესამე ნომრის ანგარიშზეა სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმა.

კანადელებმა ერთი ზუსტი ლელოთი და ერთი საჯარიმოთი უპასუხეს. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 23:8 საქართველოს სასარგებლოდ გავიდნენ.

ახალი ზელანდიის ნაკრები - Sputnik საქართველო
რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვისთვის საქართველოსადმი მადლიერება გამოხატეს

შესვენების შემდეგ მილტონ ჰეიგის აღსაზრდელებმა მოუმატეს ტემპს და კანადელებს ამოსუნთქვის საშუალება არ მისცეს. ასეთმა აქტიურობამ ლევან ჩილაჩავას შესრულებით მორიგი ლელო და მათიაშვილის გარდასახვა გამოიწვია. 

სტუმრები დროგამოშვებით კონტრიერიშის წამოწყებას ცდილობდნენ და ზოგჯერ ეს გამოცდიოდათ კიდეც. ბოლოს კანადელმა მორაგბეებმა ორი ლელო დადეს და ორი გარდასახვა გაიტანეს, მაგრამ ამით მათი ძალები ამოიწურა.

მასპინძლის აქტივს კი კიდევ სამი ლელო შეემატა. თავი გამოიჩინეს მერაბ შარიქაძემ, კარლენ ასეიშვილმა და კვლავ სოსო მათიაშვილმა. ეს უკანასკნელი მატჩის მოთამაშედ აღიარეს და ამაში გასაკვირიც არაფერია. საერთო ჯამში მათიაშვილმა საკუთარ გუნდს 54-დან 34 ქულა მოუტანა. საკმაოდ კარგი მაჩვენებელია მოთამაშისთვის, რომელსაც ნაკრებში ჯერ 10 მატჩიც არ უთამაშია.

ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრები კანადელ მორაგბეებთან პირად დაპირისპირებაში დაწინაურდა — 4:3.

მომდევნო ტესტ-მატჩს ქართველი მორაგბეები 18 ნოემბერს უელსის წინააღმდეგ გამართავენ. თამაში კარდიფში შედგება და თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.


ყველა ახალი ამბავი
0